"უკლებლივ ყველას, მიზანი ერთი ექნება!" - რამაზ სვანაძემ მატჩისწინ ისაუბრა » სპორტის ხაზი

"უკლებლივ ყველას, მიზანი ერთი ექნება!" - რამაზ სვანაძემ მატჩისწინ ისაუბრა

"უკლებლივ ყველას, მიზანი ერთი ექნება!" - რამაზ სვანაძემ მატჩისწინ ისაუბრა
12-10-2023, 00:35
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 12 ოქტომბერს,. 18:00 საათზე, ბათუმში, აჭარაბეთ არენაზე ნიდერლანდელ თანატოლებს დაუპირისპირდება.


მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა ჩვენმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ და სხვადასხვა დასმულ კითხვას უპასუხა...


"ვფიქრობ, რომ გუნდში განწყობა ძალიან კარგია, პოზიტიურია და ვეცდებით, რომ ხვალ ჩვენი თავი წარმოვაჩინოთ.

ამ თამაშებს ჩვენ განვიხილავთ, როგორც შანსს იმ ბიჭებისთვის, რომლებიც რეალურად ახლა დგამენ პირველ ნაბიჯებს დიდ ფეხბურთში - ეს მათთვის და ასევე ჩვენთვის დიდი გამოწვევა იქნება.

ვიცი ჩემი გუნდის ხასიათი და დარწმუნებული ვარ, რომ ხვალ ვინც მინდორზე გამოვა, ვინც თადარიგში იქნება, ან საერთოდ განაცხადში ვერ მოხვდება - მიზანი ყველას მხოლოდ ერთი ექნება, რომ რაც შეიძლება დადებითად და წარმატებულად დავამთავროთ ხვალინდელი შეხვედრა."
(Nakrebi.ge) - განაცხადა 42 წლის სპეციალისტმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი