"აიაქსის" ყოფილი მოთამაშე : "გიორგი მიქაუტაძე აიაქსში არ უნდა მოეყვანათ" » სპორტის ხაზი

"აიაქსის" ყოფილი მოთამაშე : "გიორგი მიქაუტაძე აიაქსში არ უნდა მოეყვანათ"

"აიაქსის" ყოფილი მოთამაშე : "გიორგი მიქაუტაძე აიაქსში არ უნდა მოეყვანათ"
11-10-2023, 17:00
Aa Aa
გაზიარება:

აიაქსის ყოფილმა ფეხბურთელმა, ენდი ვან დერ მეიდენმა ნიდერლანდურ ტელეარხთან საუბრისას გიორგი მიქაუტაძეზე ისაუბრა, რომელიც გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ქართველი ამსტერდამულ კლუბში არ უნდა მოეყვანათ.

"განსაკუთრებით მაკვირვებს ერთი მოთამაშე. ბოლო ტურში „ალკმაართან ამსტერდამელები ცდილობდნენ ანგარიშის გათანაბრებას. ამ დროს მიქაუტაძემ ბურთი საკუთარ ნახევარზე დაკარგა, მაგრამ დაცვის დახმარებას არ ჩქარობდა. თუ გუნდში თამაშობ, ასე არ უნდა მოიქცე. ის მშვიდად წავიდა, თითქოს, მისი საქმე სხვებს უნდა გაეკეთებინათ. სირცხვილია, რომ აიაქსმა ეს მოთამაშე მიიწვია."

შეგახსენებთ, რომ გიორგ მიქაუტაძე გასულ სეზონში საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო მოთამაშე და ბომბარდირი გახდა. აიაქსმა ის 16 მილიონი ევროს სანაცვლოდ დაიმატა.

ტრანსფერი გუნდის ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა, სვენ მისლინტატმა განახორციელა, რომელმაც სეზონის დაწყებამდე 100 მილიონ ევროზე მეტი დახარჯა. კლუბმა კი ჩათვალა, რომ ეს თანხმა სვენმა არასწორად გამოიყენე და იგი თანამდებობიდან გაანთავისუფლა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი