"თავზე თმა გადაინერგე და ახლა იგივე კვერცხებზე უნდა გააკეთო" - სეხუდო დვალიშვილს მიმართავს » სპორტის ხაზი

"თავზე თმა გადაინერგე და ახლა იგივე კვერცხებზე უნდა გააკეთო" - სეხუდო დვალიშვილს მიმართავს

"თავზე თმა გადაინერგე და ახლა იგივე კვერცხებზე უნდა გააკეთო" - სეხუდო დვალიშვილს მიმართავს
11-10-2023, 16:59
Aa Aa
გაზიარება:

UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა, ჰენრი სუხუდომ მერაბ დვალიშვილს მიმართა.

"მერაბს საკუთარი თავი ვინ ჰგონია? ფიქრობს, რომ ომალის გამოწვევა საკმარისია? აქ ყველაფერი ასე არ მუშაობს. UFC-ი ხედავს მერაბს როგორი სტილი აქვს და ხვდება, რომ არის შანსი, უს ძალიან დიდ პრობლემად იქცეს. ალჯამეინ სტერლინგი მეტოქეების პარტერში გადაყვანამდე, მცირე დროს დგომში მაინც ატარებდა, მერაბმა კი მხოლოდ მოწინააღმდეგის წნეხში მოქცევა და თეიქდაუნის მცდელობების განხორციელება იცის.

UFC-ში ხვდებიან, რომ მისი სტილი ომალისთვის სახიფათოა და მერაბ, როგორ გგონია? რას იზამენ? მე გეტყვი! გამოგტოვებენ! რაღაც გააკეთე! რაღაც შეცვალე, თორემ არაფერი გამოგივა და გამოგაშრობენ. შონ ომალი ან დენა უაითი ერთ დღეს არ გაიღვიძებენ და არ გადაწყვეტენ, რომ ჯეკპოტი მოიგე და საჩემპიონო ბრძოლა უნდა მიიღო. აქ ყველაფერი სხვანაირად მუშაობს. სამწუხაროდ, UFC-ი არაა ოლიმპიადა. UFC-ი არაა 16-კაციანი შეჯიბრი, რომელშიც მართლა საუკეთესო იმარჯვებს. UFC-ი მარკეტინგული კომპანიაა და აქ ბევრი მებრძოლია, რომლებიც საჩემპიონო ქამრებს ფლობენ, მაგრამ მსოფლიოში საუკეთესოები არ არიან. UFC-ში ტიტულის ფლობა არ ნიშნავს, რომ ნომერ პირველი ხარ. აქ სხვა რამაა მთავარი. ეს არაა ოლიმპიადა. აქ მნიშვნელოვანი სანახაობაა, რაც შენ არ გესმის.

მე პირადად, საჩემპიონო ქამრისთვის ნებისმიერ მეგობარს შევებრძოლებოდი, ჩვენ მენტალიტეტებს შორის განსხვავება სწორედ ესაა. ჩემამდე მოსული ინფორმაციით, შემიძლია გითხრა, რომ UFC-ის საერთოდ არ მოსწონხარ. ასე რომ, ორი არჩევანი გაქვს. ან საჩემპიონო ბრძოლას დაელოდები და ორგანიზაციას უფლებას მისცემ, გამოგაშროს ან შეგიძლია, ტრიპელ სის ეჩხუბო. თუ ჩემნაირ მებრძოლს გაცდები, UFC-სთან მოლაპარაკებებისას უფრო ძლიერი ბერკეტი გექნება და ეს ძალიან გამოგადგება. თავზე თმა გადაინერგე და ახლა იგივე კვერცხებზე უნდა გააკეთო. 20 იანვარს შევხვდებით!

არის შანსი, რომ UFC-იმ დვალიშვილის გაშვებაც გადაწყვიტოს. პიოტრ იანთან გამარჯვების გარდა რა გაუკეთებია? სანახაობა, საოცარი ნოკაუტები... არაფერი არ გაქვს. მსაჯებით იგებ, მთელი ბრძოლა მხოლოდ ჭიდაობაში გაგყავს და სანახაობრივ ჩხუბებს ვერ ატარებ, რომ UFC-იმ შენთვის სატიტულო ბრძოლის მოცემა გადაწყვიტოს. პირიქით, მალე საერთოდ
გაგიშვებენ. რაღაც შეცვალე ან იბრძოლე ყველასთან, თორემ აუცილებლად გაგიშვებენ. წარსულში
ეს ბევრჯერ გაუკეთებიათ და UFC-ი მზად იყო, სხვა ბევრის გაშვებისთვის. დვალიშვილმა UFC-ზე სხვანაირად უნდა დაიწყოს ფიქრი და რაღაც განსხვავებული გააკეთოს. ნუ მიჰყვები სტერლინგს, ეს კარგს არ მოგიტანს." -
განაცხადა სეხუდომ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი