"მცირე დროის მიუხედავად მშვენიერი სტატისტიკა დააფიქსირა" - გოგა ბითაძის ასპარეზობა "ორლანდოში" » სპორტის ხაზი

"მცირე დროის მიუხედავად მშვენიერი სტატისტიკა დააფიქსირა" - გოგა ბითაძის ასპარეზობა "ორლანდოში"

"მცირე დროის მიუხედავად მშვენიერი სტატისტიკა დააფიქსირა" - გოგა ბითაძის ასპარეზობა "ორლანდოში"
11-10-2023, 15:55
Aa Aa
გაზიარება:

NBA-ს პრე-სეზონის შეხვედრაში, "ნიუ ორლეანსისა" და "ორლანდოს" დაპირისპირება შედგა. მატჩი გოგა ბითაძის "ორლანდოს" გამარჯვებით - 105:122 დასრულდა.

"ნიუ ორლეანსის" გამარცხებაში საკუთარ გუნდს ქართველი კალათბურთელიც დაეხმარა, რომელმაც პარკეტზე გატარებული მცირე დროის მიუხედავად, კარგი სტატისტიკა დააფიქსირა. ქართველმა ცენტრმა 8 წუთზე მეტი ითამაშა და ამ დროის განმავლობაში 7 ქულისა და 4 მოხსნის დააგროვა.

პრე-სეზონის მომდევნო შეხვედრას "ორლანდო" 13 ოქტომბერს გამართავს, სადაც "კლივლენდს" ეთამაშება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.