რუნიმ ამერიკა დატოვა - სად გააგრძელებს ინგლისელი კარიერას » სპორტის ხაზი

რუნიმ ამერიკა დატოვა - სად გააგრძელებს ინგლისელი კარიერას

რუნიმ ამერიკა დატოვა - სად გააგრძელებს ინგლისელი კარიერას
11-10-2023, 10:00
Aa Aa
გაზიარება:

უეინ რუნი რამდენიმე სეზონის განმავლობაში MLS-ში, კერძოდ კი "დისი იუნაიტედში" მუშაობდა. დღეს გავრცელებული ინფორმაციით, რუნიმ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა.

ფაბრიციო რომანო იტყობინება, რომ რუნი ვაკანტური დიდი ხნით არ იქნება - იგი უკვე უახლოვდება შეთანხმებას ჩემპიონშიფის ბინადარ "ბირმინგემ სიტისთან", რომელიც ასევე დღეს დარჩა უმწვრთნელოდ.

იტალიელი ჟურნალისტის ინფორმაციით ყველაფერი შეთანხმებულია და გარიგება ოფიციალურ სახეს უახლოეს დღეებში მიიღებს.

"დისი იუნაიტედის" მწვრთნელის რანგში რუნიმ 14 მატჩი მოიგო, ამდენივე წააგო, 25 კი ფრედ დაასრულა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი