"კონტე ახალი გამოწვევებისთვის მზადაა" - ანტონიო კონტესა და "ნაპოლის" გზები იკვეთება? » სპორტის ხაზი

"კონტე ახალი გამოწვევებისთვის მზადაა" - ანტონიო კონტესა და "ნაპოლის" გზები იკვეთება?

"კონტე ახალი გამოწვევებისთვის მზადაა" - ანტონიო კონტესა და "ნაპოლის" გზები იკვეთება?
11-10-2023, 00:32
Aa Aa
გაზიარება:

"ნაპოლი" ამჟამად რთულ სიტუაციაშია, გუნდი ზედიზედ ორ მატჩში დამარცხდა და იტალიური მედია რუდი გარსიას გაშვებაზე კიდევ ერთხელ ალაპარაკდა.

La Gazzetta dello Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დე ლაურენტისი ახალ მწვრთნელს ეძებს და ამ პოსტზე ერთ-ერთი მთავარი კანდიდატურა ანტონიო კონტეა. გამოცდილი იტალიელი სპეციალისტის შესახებ ყოფილმა ფეხბურთელმა მასიმო ბრამბატიმ ისაუბრა და აღნიშნა, რომ კონტე ნეაპოლურ კლუბს სიამოვნებით გაწვრთნიდა.

"მე და კონტე მეგობრები ვართ, რამდენიმე დღის წინ ერთმანეთს საკუთარი განწყობები გავუზიარეთ. მისთვის "ნაპოლის" შესახებ არაფერი მიკითხავს, თუმცა ერთს იმას ვიტყოდი, რომ თუ დე ლაურენტისი არჩევანს მასზე შეაჩერებს, "ნაპოლი" ჩემპიონის ტიტულს მეოთხეჯერ დაისაკუთრებს.

ლაურენტისმა გარსიას არჩევით არასწორი გადაწყვეტილება მიიღო, ანტონიო ახალი გამოწვევებისთვის მზადაა, თუმცა ხელმძღვანელობისგან გარკვეულ საკითხებზე გარანტიები დასჭირდება, ვგულისხმობ, სატრანსფერო ფანჯარაზე კლუბის აქტიურობას. თუ კონტე "ნაპოლის" ჩაიბარებს, გუნდისთვის ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება"
- განაცხადა ბრამბატიმ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი