ჯგუფური ეტაპის სიმბულურ გუნდში - ნინიაშვილის მორიგი აღიარება მსოფლიო ჩემპიონატზე » სპორტის ხაზი

ჯგუფური ეტაპის სიმბულურ გუნდში - ნინიაშვილის მორიგი აღიარება მსოფლიო ჩემპიონატზე

ჯგუფური ეტაპის სიმბულურ გუნდში - ნინიაშვილის მორიგი აღიარება მსოფლიო ჩემპიონატზე
10-10-2023, 15:11
Aa Aa
გაზიარება:

ბორჯღალოსნების ახალგაზრდა მორაგბე დავით ნინიაშვილი 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.

ცნობილმა გამოცემამ Opta-მ, 21 წლის სპორტსმენი გამოარჩია და ნინიაშვილი ფულბეკის პოზიციაზე საუკეთესოდ დაასახელა.

ახალგაზრდა უკანახაზელი მსოფლიო თასის ოთხივე მატჩის სასტარტო შემადგენლობაში იყო. ფიჯისთან დავითმა 2 ჯარიმა გაიტანა, უელსისთან ლამაზი ლელო შემოგვთავაზა და საერთო ჯამში, ძალიან კარგად გამოიყურებოდა და შეგვიძლია ვთქვათ, რომ მსოფლიოზე ნაკრების რიგებში საუკეთესო იყო.

სიმბოლურ ნაკრებში ყველაზე მეტი წარმომადგენელი ირლანდიასა და საფრანგეთს ჰყავთ 3-3. ორი მორაგბე წარმოადგენს პორტუგალიას, თითო კი – საქართველოს, ახალ ზელანდიას, ავსტრალიას, ტონგას, სამოას, არგენტინასა და იტალიას.

აქვე შეგახსენებთ, რომ ბორჯღალოსნებმა მსოფლიო თასზე ზედიზედ მეექვსედ ითამაშეს და 2003 წლის შემდეგ (სადებიუტო გამოსვლა), შეჯიბრი მოგების გარეშე პირველად დაასრულეს.

ლევან მაისაშვილის ბიჭები ავსტრალიასთან (15:35), ფიჯისთანა (12:17) და უელსთან (19:43) დამარცხდნენ, ხოლო პორტუგალიასთან ფრედ 18:18 ითამაშეს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი