სადიო მანეს თბილი სიტყვები სოკრატესის ჯილდოს მოგების შემდეგ » სპორტის ხაზი

სადიო მანეს თბილი სიტყვები სოკრატესის ჯილდოს მოგების შემდეგ

სადიო მანეს თბილი სიტყვები სოკრატესის ჯილდოს მოგების შემდეგ
18-10-2022, 15:00
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ, ოქროს ბურთის ცერემონიალზე კუთვნილი ჯილდო სენეგალელმა ფორვარდმა და მიუნხენის "ბაიერნის" ფეხბურთელმა, სადიო მანემაც მოიგო.

როგორც იცით, მანემ სოკრატესის ჯილდო აიღო, რაც ქველმოქმედებისთვის გადაიცემა, რომლის მიღებისა და სცენაზე ასვლის შემდეგ, სადიომ მანემ ხალხის წინაშე ისაუბრა: "ძალიან ამაყი ვარ, რომ დღეს თქვენთან ერთად ვარ. რა თქმა უნდა, როგორც თქვენ თქვით, ხანდახან ძალიან მრცხვენია, რომ ჩემს ქველმოქმედებაზე ვისაუბრო, მაგრამ ძალიან ვამაყობ იმით თუ რისი გაკეთება შემიძლია ჩემი ხალხისთვის და მიხარია, რომ რაღაცების უკეთესობისკენ შეცვლა ჩემს შესაძლებლობებში შედის.", - სადიო მანე.

შეგახსენებთ, რომ სენეგალელმა ფეხბურთელმა იმ სოფლისთვის, სადაც ის დაიბადა სკოლა და საავამდყოფო ააშენა, ასევე უამრავ ოჯახს ფინანსურად დაეხმარა და ამას დღემდე აკეთებს. გარდა ამისა, ის იყო ადამიანი, რომელმაც სენეგალს უდიდესი ფინანსური დახმარება აღმოუჩინა კოვიდ პანდემიის მძვინვარების დროს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი