ცნობილია - ვინ იქნება ზურიკოს ახალი მწვრთნელი » სპორტის ხაზი

ცნობილია - ვინ იქნება ზურიკოს ახალი მწვრთნელი

ცნობილია - ვინ იქნება ზურიკოს ახალი მწვრთნელი
10-10-2023, 12:43
Aa Aa
გაზიარება:

სეზონის არადაკმაყოფილებელი სტარტის გამო "ბორდომ" დევიდ გუიონი გაათავისუფლა, რომელიც ფრანგული გუნდის ხელმძღვანელი 2022 წლის თებერვლიდან იყო.

ესპანური გამოცემა Relevo იტყობინება, რომ "ბორდომ" ახალი მთავარი მწვრთნელი უკვე შეარჩია და მასთან შეთანხმებაც მიღწეულია - საუბარია ალბერტ რიერაზე, რომელიც ამჟამად სლოვენიურ "ცელიეს" წვრთნის.

ცნობისთვის, ესპანელი სპეციალისტი სლოვენიის ჩემპიონატში ძალიან წარმატებით ირჯება - გასულ სეზონში მისმა "ლუბნიანამ" ორი ტიტული მოიგო, ამ სეზონში კი "ცელიესთან" ერთად კონფერენს ლიგის პლეი-ოფი ითამაშა.

ეს სეზონი "ბორდოსთვის" კარგად არ დაწყებულა - ისინი სატურნირო ცხრილის მე-13 ადგილზე არიან და 4 მატჩია, არ მოუგიათ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი