იტალიის სუპერ თასი "ნაპოლის" გარეშე?! » სპორტის ხაზი

იტალიის სუპერ თასი "ნაპოლის" გარეშე?!

იტალიის სუპერ თასი "ნაპოლის" გარეშე?!
10-10-2023, 12:30
Aa Aa
გაზიარება:

როგორც სერია ა-ს ჩემპიონი, წესითა და რიგით, "ნაპოლი" იტალიის სუპერ თასის ფინალში უნდა ვიხილოთ, მაგრამ შეიძლება ნეაპოლელებმა ამ მატჩში მონაწილეობაზე უარი თქვან.

საქმე ისაა, რომ იტალიური ფეხბურთის მესვეურები ამ მატჩის ჩატარებას საუდის არაბეთში განიხილავენ, რაც "ნაპოლის" ხელმძღვანელობისთვის მიუღებელია და უარის თქმას განიხილავს.

აურელიო დი ლაურენტისს სათანადოდ რამდენიმე მიზეზი აქვს - იგი თვლის, რომ შეხვედრა იტალიაში უნდა გაიმართოს. ამას ემატება უსაფრთხოების საკითხიც - ბოლო დღეებში პალესტინა - ისრაელის კონფლიქტიდან გამომდინარე შუა აზია უსაფრთხო ადგილი აღარაა, თანაც იმის გათვალისწინებით, რომ სიტუაცია შეიძლება კიდევ უფრო გამწვავდეს. ბოლოს კი, აღნიშნული შეხვედრა მაშინაა დაგეგმილი, როდესაც ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფები იწყება, ხოლო ჯგუფის დაძლევის შემთხვევაში, დი ლაურენტისს გუნდის გადაღლა არ სურს.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი პოზიცია აქვს "ფიორენტინასაც", რომელიც იტალიის თასის ფინალში მილანის "ინტერთან" დამარცხდა. განიხილება ვარიანტი, რომლის მიხედვითაც აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობას "მილანი" და "ატალანტა" მიიღებენ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი