"ბარსელონა" ელ-კლასიკოს დანაკლისით შეხვდება - ვინ დააკლდება "ბლაუგრანას" » სპორტის ხაზი

"ბარსელონა" ელ-კლასიკოს დანაკლისით შეხვდება - ვინ დააკლდება "ბლაუგრანას"

"ბარსელონა" ელ-კლასიკოს დანაკლისით შეხვდება - ვინ დააკლდება "ბლაუგრანას"
9-10-2023, 18:13
Aa Aa
გაზიარება:

ლა ლიგის გასულ ტურში კატალონიის "ბარსელონა" "გრანადას" დაუზავდა (2:2), ქულების გარდა კი ჩავი ერნანდესის გუნდმა მნიშვნელოვანი ფეხბურთელიც დაკარგა.

MARCA იტყობინება, რომ პირველ ტაიმში მიღებული ტრავმის გამო ჟიულ კუნდეს რამდენიმე კვირა გაუცდება. მას მუხლის პრობლემები აქვს და ზუსტი დიაგნოზი ჯერ არ არის, თუმცა ფრანგი მცველი "ბლაუგრანას" რამდენიმე კვირა გამოაკლდება.

როგორც ირკვევა, კუნდე 28 ოქტომბერს მადრიდის "რეალთან" გასამართ შეხვედრაში არ იქნება, ამასთან ერთად კი ის საფრანგეთის ეროვნული ნაკრების შეკრებაზეც არ იქნება.

გარდა კუნდესა, ჩავის განკარგულებაში რობერტ ლევანდოვსკიც არ იქნება, რომელიც ტრავმის გამო მოედანს 1 თვე დააკლდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი