"ტიტე დიდ სცენაზე ბრუნდება" - სად გააგრძელებს მუშაობას ბრაზილიელი მწვრთნელი? » სპორტის ხაზი

"ტიტე დიდ სცენაზე ბრუნდება" - სად გააგრძელებს მუშაობას ბრაზილიელი მწვრთნელი?

"ტიტე დიდ სცენაზე ბრუნდება" - სად გააგრძელებს მუშაობას ბრაზილიელი მწვრთნელი?
9-10-2023, 16:59
Aa Aa
გაზიარება:

მსოფლიოს ჩემპიონატზე მეოთხედფინალში მარცხიდან თითქმის ზუსტად 10 თვის შემდეგ, ბრაზილიის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ტიტე დიდ საფეხბურთო სცენას უბრუნდება. ბრაზილიური მედიის ინფორმაციით, 62 წლის სპეციალისტი "ფლამენგოს" ჩაიბარებს.

“სელესაოსთან” ერთად 81 მატჩიდან 60 გამარჯვების შემდეგ ტიტე შეთავაზებებს ევროპული ტოპ-კლუბებიდანაც ელოდა, მაგრამ როგორც ცნობილი ხდება, მისთვის მისაღები წინადადებით არავის მიუმართავს. "ფლამენგოსთან" ის კონტრაქტს 2024 წლის ბოლომდე გააფორმებს. წარმატებებს მიჩვეულმა კლუბმა სექტემბრის ბოლოს თასის მოგებაც ვეღარ მოახერხა და სეზონს უტიტულოდ ასრულებს. გუნდმა უკვე გაათავისუფლა მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ხორხე სამპაოლი.

ტიტემ სახელი "კორინთიასთან" ერთად მიღწეული წარმატებებით გაითქვა, რომელსაც ორჯერ მოაგებინა ჩემპიონატი და მოიგო ლიბერტადორესის თასიც, ასევე მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი. 2019 წელს მან ბრაზილიის ნაკრებს კოპა ამერიკა მოაგებინა, მაგრამ ორ მსოფლიოს ჩემპიონატზე, 2018 და 2022 წლებში, მისი გაწვრთნილი ბრაზილია ტურნირს მეოთხედფინალში გამოეთიშა. 2021 წელს, ტიტეს ბრაზილია კოპა ამერიკის ფინალში არგენტინასთან დამარცხდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი