დასაფასებელი საქციელი ზურიკო დავითაშვილისგან » სპორტის ხაზი

დასაფასებელი საქციელი ზურიკო დავითაშვილისგან

დასაფასებელი საქციელი ზურიკო დავითაშვილისგან
18-10-2022, 11:45
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ, საფრანგეთის მეორე დივიზიონში "ბასტიამ" ზურიკო დავითაშვილის "ბორდოს" უმასპინძლა და შეხვედრა საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგა. მატჩის 83-ე წუთზე სტუმრებმა კუთხური მოაწოდეს, რომელიც უკრაინელმა დანილო იგნატენკომ იდეალურად გამოიყენა და "ბორდო" დააწინაურა, რაც გამარჯვების მომტანი გოლი უნდა ყოფილიყო, თუმცა "ბასტიამ" გამათანაბრებელი გოლი 94-ე წუთზე გაიტანა, მისი ავტორი კი კევინ ვან დენ კერხოფი გახდა, 1:1.

ქართველი ფეხბურთელი თამაშში პირველივე წუთებიდან ჩაერთო და მინდორზე 84 წუთი გაატარა. ზურიკო დავითაშვილი მატჩის შემდეგ, უცხოურმა Sofascore-მ 6.7 რეიტინგით შეაფასა. აღსანიშნავია, რომ ზურიკომ შეხვედრის დასრულებისას, ტრაგიკულად გარდაცვლილი მარიტა მეფარიშვილის ხსოვნას პატივი მიაგო.

დასაფასებელი საქციელი ზურიკო დავითაშვილისგან


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი