უდიდესი წარმატება - ალექსანდრე ლოლაძემ ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა » სპორტის ხაზი

უდიდესი წარმატება - ალექსანდრე ლოლაძემ ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

უდიდესი წარმატება - ალექსანდრე ლოლაძემ ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
6-10-2023, 23:10
Aa Aa
გაზიარება:

პორტუგალიაში მიმდინარე ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე ძიუდოში, ალექსანდრე ლოლაძე (81 კგ) ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. ქართველი ფინალში იაპონელ კაიტო ამანოსთან დამარცხდა.

ლოლაძემ საქართველოს ნაკრებს მსოფლიო პირველობაზე პირველი მედალი მოუტანა. დღეს ტურნირზე იასპარეზა კიდევ სამმა ქართველმა – ლუკა ბაბუციძემ ( 81 კგ), თამაზ კობერიძემ (90 კგ) და ნინო გულბანმა (70 კგ). მათ ტურნირი ადრეულ ეტაპზე დაასრულეს.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო პირველობის პირველ დღეს კაკო ჩაფურიშვილსა (60 კგ) და თენგო ზირაქაშვილს (66 კგ) ბრინჯაოს მედლების მოპოვების შანსი ჰქონდათ, მაგრამ მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში ორივე მათგანი დამარცხდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი