ენრიკე: "ამ ანგარიშით დამარცხებას არ ვიმსახურებდით" » სპორტის ხაზი

ენრიკე: "ამ ანგარიშით დამარცხებას არ ვიმსახურებდით"

ენრიკე: "ამ ანგარიშით დამარცხებას არ ვიმსახურებდით"
5-10-2023, 20:51
Aa Aa
გაზიარება:

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრაში "ნიუკასლმა" "პსჟ" გაანადგურა, 4-1.

შეხვედრის შემდეგ პარიზელების თავკაცმა, ლუის ენრიკემ განაცხადა, რომ შედეგი სამართლიანი იყო, თუმცა ანგარიში - შეუსაბამო:

"პირველ რიგში ვიტყვი, რომ ამ მარცხზე პასუხისმგებელი მე ვარ, ფეხბურთელების ბრალი არაფერი ყოფილა, მათი დამოკიდებულებით კმაყოფილი ვარ.

ვფიქრობ, რომ შეხვედრის შედეგი სამართლიანია, მაგრამ ანგარიში - შეუსაბამო. კმაყოფილი ვარ, რაც ამ ჩემპიონთა ლიგაზე გავაკეთეთ, ჯგუფში მეორე ადგილზე ვართ.

ვულოცავ "ნიუკასლს", მათ ბრწყინვალედ ითამაშეს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ანგარიში გუნდებს შორის სხვაობას არ ასახავს."


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი