"საბა საზონოვს მოტეხილობა არ დაუდასტურდა, მაგრამ..." - როგორია ქართველი მცველის ჯამრთელობის მდგომარეობა » სპორტის ხაზი

"საბა საზონოვს მოტეხილობა არ დაუდასტურდა, მაგრამ..." - როგორია ქართველი მცველის ჯამრთელობის მდგომარეობა

"საბა საზონოვს მოტეხილობა არ დაუდასტურდა, მაგრამ..." - როგორია ქართველი მცველის ჯამრთელობის მდგომარეობა
5-10-2023, 19:30
Aa Aa
გაზიარება:

საბა საზონოვს მოტეხილობა არ დაუდასტურდა, მაგრამ ტურინულ დერბიში იუვენტუსთან, დიდი ალბათობით, მაინც ვერ ითამაშებს – ინფორმაციას იტალიური გამოცემები ავრცელებენ.

Tuttosport

"საბა საზონოვის გამოკვლევებმა გამორიცხა ნებისმიერი სახის მოტეხილობა. საბედნიეროდ, მას სერიოზული ტრავმა არ აქვს, თუმცა 7 ოქტომბერს იუვენტუსთან დაგეგმილ დერბიმდე მისი გამოჯანმრთელება უტოპიურად გამოიყურება."

toronews

"ვერონასთან მატჩისას საზონოვმა ტერფი დაიზიანა. მან დღეს დილით სცადა, გუნდის სარეზერვო მოედანზე ევარჯიშა. ის ცდილობდა, ბურთით ეთამაშა, მაგრამ ტერფი ისევ შეშუპებული აქვს და ჯერ დრო სჭირდება.

ტორინო იმედოვნებს, რომ შაბათამდე ის დაბრუნდება, მაგრამ ეს ადვილი არაა. იუვენტუსთან მატჩს მცველები ალესანდრო ბონჯორნო, კოფი ჯიჯი და ბრენდონ სოპი გამოტოვებენ."


შეგახსენებთ, რომ იტალიის სერია A-ს მე-7 ტურში ვერონასთან საქართველოს ნაკრების მცველი პირველად გამოჩნდა ტორინოს ძირითად შემადგენლობაში, თუმცა 27-ე წუთზე ტრავმის გამო მოედნის დატოვება მოუხდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი