"ყველაზე ნათელი წერტილი", - რას წერენ ჩაკვეტაძის მატჩზე ბრიტანეთში » სპორტის ხაზი

"ყველაზე ნათელი წერტილი", - რას წერენ ჩაკვეტაძის მატჩზე ბრიტანეთში

"ყველაზე ნათელი წერტილი", - რას წერენ ჩაკვეტაძის მატჩზე ბრიტანეთში
5-10-2023, 12:18
Aa Aa
გაზიარება:

გიორგი ჩაკვეტაძემ "უოტფორდის" შემადგენლობაში პირველი მატჩი ჩაატარა სასტარტო შემადგენლობიდან და საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა.

ქართველმა ლეგიონერმა შეხვედრა 65-ე წუთზე დატოვა, იქამდე კი "უოტფორდის" შემადგენლობაში ერთ-ერთი გამორჩეული იყო. ამის თაობაზე "კრაზანების" ოფიციალური ვებ-გვერდის სტატიაც მოწმობს:

"პირველ ტაიმში, რომელშიც "უოტფორდმა" ბევრი შანსი გაანიავა, გიორგი ჩაკვეტაძე ყველაზე კაშკაშა წერტილი იყო. ის მოედანზე ბრწყინვალედ გამოიყურებოდა და თავი რამდენიმე დრიბლინგითაც დაგვამახსოვრა. მისი რამდენიმე კარგი ჩანაფიქრი "სანდერლენდის" მცველებმა კარგად გაშიფრეს.

გაშვებული გოლიდან მალევე ჩაკვეტაძე ანგარიშის გათანაბრებასთანაც ახლოს იყო, თუმცა მეკარემ მისი დარტყმული მოიგერია",
- წერს "უოტფორდი".


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი