აზაროვი: "ამ კლუბთან დაპირისპირება ჩემი ოცნება იყო" » სპორტის ხაზი

აზაროვი: "ამ კლუბთან დაპირისპირება ჩემი ოცნება იყო"

აზაროვი: "ამ კლუბთან დაპირისპირება ჩემი ოცნება იყო"
5-10-2023, 11:45
Aa Aa
გაზიარება:

დონეცკის "შახტარმა" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში "ანტვერპენის" წინააღმდეგ ძალიან მნიშვნელოვანი 3 ქულა ჩაიწერა, რაშიც ირაკლი აზაროვის წვლილიც დიდი იყო - ქართველმა ფეხბურთელმა მოედანზე 90 წუთი გაატარა და საკმაოდ კარგად გაისარჯა.

"ანტვერპენთან" მატჩამდე აზაროვმა უკრაინულ მედიასთან ინტერვიუ ჩაწერა:

"შახტართან 100%-ით ვარ ადაპტირებული, რაშიც გიორგი გოჩოლეიშვილიც ძალიან დამეხმარა. აქ თავს ბრწყინვალედ ვგრძნობ.

რა თქმა უნდა, ჩემპიონთა ლიგაზე სუსტი გუნდები არ არსებობენ, მაგრამ ჩვენი მიზნები ყოველთვის უმაღლესია. ჯგუფში არა მესამე, არამედ პირველი ან მეორე ადგილისთვის ვიბრძოლებთ.

ბავშობაში ყველა პატარა ფეხბურთელს ჰყავდა ოცნების გუნდი. ისინი უყურებდნენ ლეო მესის ან რონალდინიოს თამაშებს, ჩემი დიდი ოცნება კი სწორედ კატალონიის "ბარსელონასთან" თამაში იყო და ყველაფერს გავაკეთებ ამ მატჩის მოსაგებად",
- განაცხადა აზაროვმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი