გასულ ღამეს, ჩემპიონთა ლიგაზე „ნაპოლი“ „რეალს“ დაუპირისპირდა და დამარცხდა, ანგარიშით 2:3. იტალიურ მედიაში ხვიჩა კვარაცხელიაზე მრავალი სტატია დაიწერა, გთავაზობთ ერთ-ერთს:
„როგორც ჩანს, კვარას მატჩის შედეგი სხვებზე მეტად აღელვებდა და სამწუხაროა, მისი დარტყმები ისეთი იღბლიანი რომ არ ყოფილა, როგორიც მაგალითად ვალვერდესი. კვარაცხელიას უფრო სწრაფი გუნდი სჭირდება, მეტი პრესინგით, აღნიშნული დღეს კლუბში საერთოდ არ არსებობს. სწორედ ამიტომ, მას მარტოს უწევს სწრაფი მოქმედება, ზონებში შეჭრა და წინ იმ იმედით მიდის, რომ თანაგუნდელები მას აჰყვებიან.
როცა ოსიმენი, იმის ნაცვლად, რომ სივრცე გაათავისუფლოს და სხვა მცველები მისკენ გადაიყვანოს, სულ სხვა რამეს აკეთებს, კლუბში დიდი საფიქრალი ჩნდება"- წერს Il Mattino