VIDEO: "გენაცვალეთ ბიჭებო" - ტორპედოს შოტლანდიელი მწვრთნელი » სპორტის ხაზი

VIDEO: "გენაცვალეთ ბიჭებო" - ტორპედოს შოტლანდიელი მწვრთნელი

VIDEO: "გენაცვალეთ ბიჭებო" - ტორპედოს შოტლანდიელი მწვრთნელი
4-10-2023, 12:45
Aa Aa
გაზიარება:

ეროვნული ლიგის 28-ე ტურში ქუთაისის "ტორპედომ" თბილისის "საბურთალო" 5-0 გაანადგურა.

აღსანიშნავია, რომ დედაქალაქური კლუბი 36-ე წუთზე 10 კაცით დარჩა, რა დროსაც უკვე 2 ბურთით მარცხდებოდა, უხეშობის გამო მოედნიდან გააძევეს გიორგი ჯგერენაია.

ქუთაისელთა მხრიდან გიორგი არაბიძემ დუბლის გაფორმება მოახერხა, ხოლო თითო გოლის გატანა შერგელაშვილმა, ბუღრიძემ და ნინკოვიჩმაც შეძლეს.

28 ტურის შემდეგ იმერული კლუბი 42 ქულით მე-6 ადგილს იკავებს, ხოლო "საბურთალო" 45 ქულით მე-3 ადგილზეა და კონფერენს ლიგის ზონას ებღაუჭება, გათამაშების ლიდერი კი 62 ქულით ბათმის "დინამო" გახლავთ, "შავი ზღვის პირატებმა" თბილისის "დინამო" 7 ქულით ჩამოიტოვეს და უდიდესია იმის შანსი, რომ საქართველოს ჩემპიოები ისინი გახდებიან.

იხილეთ "ტორპედოს" შოტლანდიელი მწვრთნელის "გენაცვალეთ ბიჭებო":


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი