2 საათით ადრე გაიგო, რომ შვილი გარდაეცვალა - ფიჯელი მორაგბის ტრაგედია » სპორტის ხაზი

2 საათით ადრე გაიგო, რომ შვილი გარდაეცვალა - ფიჯელი მორაგბის ტრაგედია

2 საათით ადრე გაიგო, რომ შვილი გარდაეცვალა - ფიჯელი მორაგბის ტრაგედია
4-10-2023, 03:22
Aa Aa
გაზიარება:

ფიჯის ნაკრების ვარსკვლამა, ჯოსუა ტუსოვამ, საქართველოს წინააღმდეგ უმძიმესი ფსიქოლოგიური ტრავმით ითამაშა. მან მატჩამდე სულ რაღაც ორი საათით ადრე გაიგო, რომ შვილი გარდაეცვალა, დიდი ტრაგედიის მიუხედავად კი მაინც ითამაშა.

29 წლის მორაგბის მცირეწლოვანი ვაჟიშვილი დიდი ხნის განმავლობაში ავადმყოფობდა, საბოლოოდ კი 7 წლის ასაკში გარდაიცვალა. აღსანიშნავია, რომ მას სრული უფლება ჰქონდა სასწრაფოდ ფიჯიში დაბრუნებულიყო (ბავშვი ფიჯის ქალაქ ლაუტოკას კლინიკაში მკურნალობდა), თუმცა სპორსმენმა საფრანგეთში დარჩენა გადაწყვიტა, სწორედ მან ითამაშა უდიდესი როლი ბორჯღაოსნების დამარცხებაში.

მორაგბემ მოგებულ მატჩში 80 წუთი ითამაშა და ბოლოსკენ ყვითელი ბარათიც მიიღო, გაძევებამდე კი მინდორზე ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ. ტუისოვა არც ვაჟის დაკრალვაზე გაემგზავრა, ის კონცენტრირებულია მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩზე.

შეგახსენებთ, ფიჯელები 8 ოქტომბერს პორტუგალიას ეთამაშებიან და თუნდაც ქულის აღების შემთხვევაში, 1/4 ეტაპზე ისტორიაში მესამედ ითამაშებენ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.