ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩში "ნაპოლი" მადრიდის "რეალთან" უხვგოლიან მატჩში, 2-3 დამარცხდა.
ხვიჩა კვარაცხელია მოედანზე საკმაოდ აქტიური იყო - რამდენჯერმე შორიდან დაარტყა, ხოლო "ნაპოლის" პირველი გოლი ქართველის მიერ ჩამოწოდებულ კუთხურს მოჰყვა.
საინტერესოა, როგორ შეაფასეს კვარაცხელიას თამაში უცხოურმა გამოცემებმა. Sofascore-მ ხვიჩა 10-ბალიანი სისტემიდან 7-ით შეაფასა, რითიც გამორჩეული არ ყოფილა.
ორივე გუნდის შემადგენლობაში ყველაზე მაღალი შეფასება ჯუდ ბელინგემმა მიიღო - 8.8.