ლაოსი: "ამ მატჩის შემდეგ მესიმ დამირეკა და მომიბოდიშა" » სპორტის ხაზი

ლაოსი: "ამ მატჩის შემდეგ მესიმ დამირეკა და მომიბოდიშა"

ლაოსი: "ამ მატჩის შემდეგ მესიმ დამირეკა და მომიბოდიშა"
2-10-2023, 19:05
Aa Aa
გაზიარება:

კატარის 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ლეო მესისა და არგენტინის ეროვნული ნაკრებისთვის დაუვიწყარია, საჩემპიონო გზაზე კი არგენტინელებმა არაერთი რთული მატჩი გადაიტანეს.

ნიდერლანდებთან შეხვედრისას მესისა და მატჩის მთავარ არბიტრ, მატეო ლაოსს შორის უსიამოვნო საუბარი შედგა, არგენტინელმა მეგავარსკვლავმა მსაჯს სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენა.

ესპანურ მედიასთან საუბრისას მსაჯმა განაცხადა, რომ შეხვედრის შემდეგ მასსა და მესის შორის საუბარი შედგა:

"ლეო მესიმ ნიდერლანდებთან მატჩის შემდეგ დამირეკა და მომიბოდიშა. ჩვენ ერთმანეთს დიდი ხანია ვიცნობთ, მისი არაერთი მატჩი მიმსაჯია. მასთან კარგი ურთიერთობა მაქვს, უბრალოდ ეს ფეხბურთია და ხანდახან ისინი ნერვებს ვერ აკონტროლებენ", - განაცხადა ლაოსმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი