ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრაში "ნაპოლის" მეტოქე მადრიდის "რეალი" იქნება.
მატჩამდე ცოტა ხნით ადრე გამართულ პრესკონფერენციაზე ნეაპოლელების კაპიტანმა ჯოვანი დი ლორენცომ მოახლოებულ შეხვედრაზე ისაუბრა:
"ჩემპიონთა ლიგა "რეალის" სახლია, მათ ეს ტურნირი ძალიან ბევრჯერ აქვთ მოგებული, მაგრამ მზდ ვართ. საშინაო კედლებში ვთამაშობთ და ყველაფერს ვიზამთ, რომ "სამეფო კლუბს" პრობლემები შევუქმნათ.
ვინისიუს ჯუნიორი ბრწყინვალე მოთამაშეა. ის ახალგაზრდაა, თუმცა პირველივე წუთიდან სახიფათო. მას განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება, მაგრამ როგორც მწვრთნელმა აღნიშნა, კონკრეტულ ფეხბურთელებზე არ უნდა ვკონცენტრირდეთ.
ვიქტორ ოსიმენთან დაკავშირებით ჩვენთვის არაფერი შეცვლილა, მას კვლავ აქვს მოგების ჟინი და ეს ბოლო მატჩმაც დაადასტურა. დარწმუნებული ვარ, ის "რეალთან" ჩვენს მსგავსად ბოლომდე გაისარჯება."