სიგიჟე თანხაა! - რამდენია "ბარსელონას" 16 წლის მოთამაშის გამოსასყიდი? » სპორტის ხაზი

სიგიჟე თანხაა! - რამდენია "ბარსელონას" 16 წლის მოთამაშის გამოსასყიდი?

სიგიჟე თანხაა! - რამდენია "ბარსელონას" 16 წლის მოთამაშის გამოსასყიდი?
2-10-2023, 01:52
Aa Aa
გაზიარება:

როგორც სხვადასხვა გამოცემები იტყობინებიან, "ბარსელონა" 16 წლის იამალთან ახალი კონტრაქტის გაფორმებასთან საკმაოდ ახლოსაა!

იამალს სამწლიან ხელშეკრულებას გაუფორმებენ - ეს ფიფას წესებით არასრულწლოვანი ფეხბურთელისთვის მაქსიმალური ხანგრძლივობის კონტრაქტია.

მხარეებმა შეთანხმებას ივლისში მიაღწიეს და ოფიციალურადაც ამ ყველაფერს სულ მალე გამოაცხადებენ. იამალის გამოსასყიდი თანხა 1 მილიარდი ევრო იქნება.

იამალმა უკვე დაამყარა სხვადასხვა რეკორდი. მათ შორის ლა ლიგის ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტი, როცა "ბარსელონაში" პირველად 15 წლისა და 290 დღის ასაკში ითამაშა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი