Gazzetta - "ვერონასთან" მატჩში საზონოვი სასტარტოში იქნება" » სპორტის ხაზი

Gazzetta - "ვერონასთან" მატჩში საზონოვი სასტარტოში იქნება"

Gazzetta - "ვერონასთან" მატჩში საზონოვი სასტარტოში იქნება"
1-10-2023, 12:52
Aa Aa
გაზიარება:

საბა საზონოვს გასულ ტურში "ლაციოსთან" სერია ა-ში სადებიუტო მატჩი ჩაატარა და საკმაოდ დამაჯერებლადაც ითამაშა.

იტალიური გამოცემა Gazzetta Dello Sport იტყობინება, რომ ქართველ მცველს ძირითად შემადგენლობაში ვიხილავთ "ვერონასთან" მატჩშიც:

"გოლიათი საზონოვი "ვერონასთან" სათამაშოდ მზადაა. სადებიუტო მატჩში ჩირო იმობილესთან ბრწყინვალედ გამოიჩინა თავი, ხოლო ბუონჯორნოს არყოფნის გამო "ვერონასთანაც" სასტარტოდან დაიწყებს.

მნიშვნელოვანია, რომ მან სტაბილურობა შეინარჩუნოს. ტურინის "იუვენტუსთან" გასამართ მატჩში "ტორინოს" სარეზერვო გუნდიდან ფეხბურთელის დაწინაურება არ უნდა დასჭირდეს",
- წერს Gazzetta.

ბუონჯორნო დაახლოებით 3 კვირა იუქმებს, ეს კი ქართველი მცველისთვის შანსია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი