"შესვენების დროს ხვიჩას ეს საქციელი ყველას გამორჩა" - იტალიური მედია » სპორტის ხაზი

"შესვენების დროს ხვიჩას ეს საქციელი ყველას გამორჩა" - იტალიური მედია

"შესვენების დროს ხვიჩას ეს საქციელი ყველას გამორჩა" - იტალიური მედია
1-10-2023, 02:22
Aa Aa
გაზიარება:

იტალიური სერია ა-ს გასულ ტურში „ნაპოლი“ „ლეჩეს“ ესტუმრა და დამაჯერებლად 4:0 დაამარცხა. მატჩის შესვენებაზე იყო მომენტი, რომელიც ყველა მაყურებელს გამორჩა.

სასტარტო შემადგენლობაში იყო ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანა. კვარამ 51-ე წუთზე ვიქტორ ოსიმენს საგოლე პასი გაუკეთა.

მატჩის დასრულების შემდეგ, იტალიურ მედიაში საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა, როგორც აღმოჩნდა, პირველი ტაიმის შესვენების დროს, ხვიჩა კვარაცხელია გასახდელში არ გავიდა. ჩვენებური შემტევი განმარტოებით იდგა და ვარჯიშობდა. ეს ყველაფერი მაშინ გამოჩნდა, როცა ჯოვანი სიმეონე ადგილობრივ ტელევიზიას ინტერვიუს აძლევდა.

"ქართველი ფეხბურთელი შესვენების დროს ენერგიულად ვარჯიშობდა და ამას იმის გამო აკეთებდა, რომ მეორე ტაიმისთვის ტონუსში ყოფილიყო. არაჩვეულებრივი ჟესტი, რომელიც ხაზს უსვამს მის სპორტულ სურვილს და მის განუზომელ სიყვარულს იმ ფეხბურთის მიმართ, რომელიც მას ცნობილს ხდის მსოფლიო საფეხბურთო სამყაროს თვალში."


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი