"როგორ თუ კვარაცხელია საუკეთესო გახდაო!" - რა განცხადებას ავრცელებს რომან გოცირიძე? » სპორტის ხაზი

"როგორ თუ კვარაცხელია საუკეთესო გახდაო!" - რა განცხადებას ავრცელებს რომან გოცირიძე?

"როგორ თუ კვარაცხელია საუკეთესო გახდაო!" - რა განცხადებას ავრცელებს რომან გოცირიძე?
1-10-2023, 01:59
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს პარლამენტის წევრი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, სადაც კვარაცხელიასა და ოსიმენზე საუბრობს

„კვარა თუ ოსიმენი-კამათი ამ საკითხზე დღემდე არ წყდება. ნიგერიაში დიდი “ანტიკვარა” წამოიწყეს, როგორ თუ იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია გახდაო, ნიგერიის პრეზიდენტმაც კი ოსიმენი გამოაცხადა საუკეთსოდ:)) ორივე მაგარია რა თქმა უნდა და რაც უფრო დიდხანს იქნებიან ერთ გუნდში, უფრო მეტ სიხარულს მოუტანენ გულშემატკივრებს. ერთი რამ კი ნათლად გამოჩნდა-ვერ თამაშობდა კვარა, ვერ თამაშობდა ნაპოლი, ათამაშდა კვარა, ათამაშდა ნაპოლი. ესეც თავისებური არგუმენტია, ვისი წყალობით გახდა ნაპოლი ჩემპიონი და ვინ აკლდა ნაპოლის ათეული წლების განმავლობაში. ოსიმენი კი საოცარი და უცნაური მოთამაშე რომ არის, ამას მტკიცება არ სჭირდება. ჩემი აზრით, დღეს ეს წყვილი საუკეთესოა მსოფლიოში და ჰოლანდ-დე ბრუინსაც კი სჯობია( ვგულისხმობ, წყვილში)
– წერს რომან გოცირიძე.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი