AreaNapoli: "კვარაცხელიამ ასისტი მაშინ გააკეთა, როდესაც გარსია ამას აპირებდა" » სპორტის ხაზი

AreaNapoli: "კვარაცხელიამ ასისტი მაშინ გააკეთა, როდესაც გარსია ამას აპირებდა"

AreaNapoli: "კვარაცხელიამ ასისტი მაშინ გააკეთა, როდესაც გარსია ამას აპირებდა"
30-09-2023, 19:25
Aa Aa
გაზიარება:

თითქოს "ნაპოლი" ოპტიმალურ ფორმას უბრუნდება - სერია ა-ს მიმდინარე ტურში ნეაპოლელებმა "ლეჩე" 4-0 გაანადგურეს.

ხვიჩა კვარაცხელიამ მოედანზე 58 წუთი გაატარა, რა დროშიც ვიქტორ ოსიმენზე ბრწყინვალე ასისტი მიითვალა, ხოლო ქართველის შეცვლა მადრიდის "რეალთან" მოახლოებული მატჩით აიხსნება.

AreaNapoli ჩვენებური გარემარბის პერფორმანსზე სტატიას აქვეყნებს:

"ხვიჩა კვარაცხელიამ დაბრუნებით იტალია და საფეხბურთო ევროპა გააგიჟა. კვარაცხელიამ ბურთი ინდივიდუალური ოსტატობით წაიღო და ბრწყინვალე ასისტით ვიქტორ ოსიმენს გაატანინა.

ხვიჩამ სწორედ მაშინ გააკეთა ეს ასისტი, როდესაც რუდი გარსია პოლიტანოს ესაუბრებოდა და ქართველის შეცვლას აპირებდა",
- წერს AreaNapoli.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი