"ამ ასაკში ეს პირველად ვნახე" - კასანო ოსიმენის გარშემო მიმდინარე სიტუაციაზე » სპორტის ხაზი

"ამ ასაკში ეს პირველად ვნახე" - კასანო ოსიმენის გარშემო მიმდინარე სიტუაციაზე

"ამ ასაკში ეს პირველად ვნახე"  - კასანო ოსიმენის გარშემო მიმდინარე სიტუაციაზე
30-09-2023, 19:06
Aa Aa
გაზიარება:

ვეტერანი ფეხბურთელი ანტონიო კასანო ბოლო პერიოდში საკუთარ აზრს მრავალ საკითხზე აფიქსირებს, ამჯერად იტალიელმა ოსიმენის გარშემო მიმდინარე პროცესებზე, სკანდალსა და აჟიოტაჟზე ისაუბრა...


"40 წლის ვარ და ცხოვრებაში პირველად ვნახე, რომ კლუბმა თავის ფეხბურთელს გაფუჭებული პენალტის გამო დასცინა. კიდევ უფრო მძიმეა ის განცხადება, რომელიც კლუბმა გამოაქვეყნა და ფეხბურთელს ბოდიშს არ უხდის, უბრალოდ ამბობს, რომ ოსიმენი შეურაცხყოფილი არ უნდა იყოს, რადგან კლუბმა ზაფხულში 1000 წინადადება უარყო. დე ლაურენტისმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა იმ კატასტროფაზე, რომელიც მან გამოიწვია! სწორი იქნება, თუ ოსიმენი მომავალ წელს ნაპოლიდან თავისუფალი აგენტის სტატუსით, უფასოდ წავა"
- განაცხადა იტალიელმა.

ცნობისთვის, "ნაპოლის" TikTok-ზე ოსიმენზე ვიდეო დაიდო რომელიც მალევე წაიშალა, მაგრამ, როგორც ფეხბურთელმა, ისევე მისმა გარემოცვამ ეს ყოველივე უარყოფითად მიიღო და კლუბს სასამართლოთიც დაემუქრა. ოსიმენისთვის კლუბს ბოდიში არ მოუხდია, მაგრამ გავრცელდა განცხადება, სადაც წერია, რომ ვიდეოს მიზანი სულ სხვა რამ იყო და არა ნიგერიელისთვის დაცინვა ან შეურაცხყოფა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი