ცნობილია - როდის დაუბრუნდება "ბარსელონას" ტრავმირებული რაფინია » სპორტის ხაზი

ცნობილია - როდის დაუბრუნდება "ბარსელონას" ტრავმირებული რაფინია

ცნობილია - როდის დაუბრუნდება "ბარსელონას" ტრავმირებული რაფინია
30-09-2023, 18:30
Aa Aa
გაზიარება:

როგორც უკვე ცნობილი გახდა, "ბარსელონას" ბრაზილიელი გარემარბი რაფინია გამოაკლდა. კატალონიური კლუბის პრესსამსახურის ცნობით, ბრაზილიელ ფეხბურთელს მარჯვენა ბარძაყის ტრავმა დაუდგინდა.

რაფინიამ დაზიანება სევილიასთან ლა ლიგის მე-8 ტურის შეხვედრის დროს მიიღო. ის პირველ ტაიმში შეცვალეს, მის ნაცვლად კი მოედანზე ფერმინ ლოპეს მარტინი გავიდა. ბარსელონამ ის თამაში სერხიო რამოსის ავტოგოლის წყალობით, ანგარიშით 1:0 მოიგო.

მედიის ცნობით, რაფინია გუნდს შესაძლოა სანაკრებო პაუზის შემდეგ დაუბრუნდეს.

"ბარსელონას" ესპანეთის ჩემპიონატში ჩატარებული 8 ტურის შემდეგ, 20 ქულა აქვს და პირველ პოზიციას იკავებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი