"ამ მხრივ "ნაპოლი" სწორად იქცევა" - იტალიელი ჟურნალისტი » სპორტის ხაზი

"ამ მხრივ "ნაპოლი" სწორად იქცევა" - იტალიელი ჟურნალისტი

"ამ მხრივ "ნაპოლი" სწორად იქცევა" - იტალიელი ჟურნალისტი
30-09-2023, 18:00
Aa Aa
გაზიარება:

იტალიელმა ჟურნალისტმა ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტისა და ხელფასის შესახებ ქართველი გულშემატკივრისთვის საკმაოდ არასასიამოვნო განცხადება გააკეთა...

"არ მჯერა, რომ კვარაცხელიაზე გავლენას კონტრაქტის პირობების საკითხი გავლენას ახდენდეს. კვარას ჩავარდნა ჯერ კიდევ გასული სეზონში დაეწყო. ამასთან ერთად, კლუბს სრული უფლება აქვს კონტრაქტის პირობების გაუმჯობესების დრო თვითონ დააწესოს. არ შეიძლება ფეხბურთელის ხელფასის გასამმაგება კარგად ჩატარებული ნახევარი სეზონისთვის... სწორია, რომ ნეაპოლური კლუბი ჯერ კიდევ მსჯელობს, სწორედ ამას უნდა მიაქციონ ყურადღება გულშემატკივრებმაც, რომლებიც ზეწოლას ახდენენ კლუბზე, რათა თავიანთი "კერპები" არ დაკარგონ" - აღნიშნა იტალიელმა.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია წლიური 1.2 მილიონი ევროს ხელფასით ნეაპოლურ კლუბში ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადი ფეხბურთელია. მიუხედავად იმისა, რომ იტალიური მედია კონტრაქტის განახლებისა და ხელფასის მატების შესახებ დიდი ხანია წერს, ჯერჯერობით, რეალურ მოქმედებას ვერ ვხედავთ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი