საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და ნიდერლანდების "დენ ბოსხის" ფეხბურთელმა შალვა ოგბაიძემ სადებიუტო გოლი "გრონინგენს" გაუტანა.
ოგბაიძე 21 წლისაა, გერმანიაში დაიბადა და საფეხბურთო კარიერაც იქ დაიწყო. სხვადასხვა გერმანულ კლუბში ასპარეზობის შემდეგ მიმდინარე წლის 1 ივლისს, "ვიქტორია ბერლინიდან" კარიერა ნიდერლანდებში, "დენ ბოსხში" გააგრძელა.