" მადრიდელებს "ნაპოლიდან" ფეხბურთელის შეძენა სურთ" - ინგლისური მედია » სპორტის ხაზი

" მადრიდელებს "ნაპოლიდან" ფეხბურთელის შეძენა სურთ" - ინგლისური მედია

" მადრიდელებს "ნაპოლიდან" ფეხბურთელის შეძენა სურთ" - ინგლისური მედია
30-09-2023, 00:30
Aa Aa
გაზიარება:

როგორც ბრიტანული Sky Sports წერს, სამეფო კლუბი "ნაპოლის" თავდამსხმელ ვიქტორ ოსიმენის სიტუაციას ყურადღებით აკვირდება.

მედიის მიხედვით ოსიმენის საკუთარ გუნდში ნახვა ასევე სურთ საუდის არაბეთისა და პრემიერ ლიგის კლუბებს, რომლებიც მის გადაბირებას ზამთარში შეეცდებიან.

ოსიმენს "ნაპოლის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ხელფასის მომატებას დაჰპირდა, მაგრამ პირობა არ შეუსრულა. ამას გარდა, ნიგერიელი უკმაყოფილო დარჩა კლუბის სოციალურ ქსელში მასზე გამოქვეყნებული ვიდეოთი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი