ცნობილია - რატომ ჩაიშალა საზონოვის "სასოულოში" ტრანსფერი » სპორტის ხაზი

ცნობილია - რატომ ჩაიშალა საზონოვის "სასოულოში" ტრანსფერი

ცნობილია - რატომ ჩაიშალა საზონოვის "სასოულოში" ტრანსფერი
29-09-2023, 23:07
Aa Aa
გაზიარება:

საბა საზონოვი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს მოსკოვის "ლოკომოტივიდან" "ტორინოში" გადავიდა.

ქართველ მცველს რამდენიმე სხვა ვარიანტიც ჰქონდა - თავდაპირველად, აქტიურად იწერებოდა "ლიონში" ტრანსფერზე. მაგიდაზე იყო რამდენიმე სხვა იტალიური გუნდის ვარიანტიც, თუმცა საზონოვი საბოლოოდ "ტორინოში" აღმოჩნდა.

Tuttomercatoweb იტყობინება, რომ "სასოულოს" საზონოვის ტრანსფერი შეთანხმებული ჰქონდა, თუმცა შემდეგ ამ ტრანსფერზე უკმაყოფილება "სასოულოს" მთავარმა სპონსორმა გამოთქვა. საქმე ისაა, რომ აღნიშნული კომპანია რუსულ ორგანიზაციებთან არ თანამშრომლობს, რამაც საზონოვის გაფორმება შეუძლებელი გახადა.

ერთადერთი ვარიანტი მესამე კლუბის გამოჩენა იყო, საიდანაც "სასოულო" მოგვიანებით გადმოიყვანდა საზონოვს, თუმცა ტურინელებმა ამ გაუგებრობით კარგად ისარგებლეს და საბას გაფორმება უპრობლემოდ შეძლეს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი