"იმედი მაქვს, შემადგენლობაში ინტეგრაციას მოახერხებს, წინააღმდეგ შემთხვევაში..." - ტორინოს მწვრთნელი საზონოვზე » სპორტის ხაზი

"იმედი მაქვს, შემადგენლობაში ინტეგრაციას მოახერხებს, წინააღმდეგ შემთხვევაში..." - ტორინოს მწვრთნელი საზონოვზე

"იმედი მაქვს, შემადგენლობაში ინტეგრაციას მოახერხებს, წინააღმდეგ შემთხვევაში..." - ტორინოს მწვრთნელი საზონოვზე
29-09-2023, 21:56
Aa Aa
გაზიარება:

იტალიის სერია A-ს მე-6 ტურის შეხვედრაში ტორინო გასვლაზე ლაციოს დაუპირისპირდა და 2:0 დამარცხდა.

აღნიშნულ შეხვედრაში ქართველი მცველის, საბა საზონოვის დებიუტი შედგა, რომელმაც 27-ე წუთზე ალესანდრო ბონჯორნო შეცვალა - 21 წლის საზონოვმა მოედანზე 64 წუთი გაატარა და La Gazzetta dello Sport-სგან შეფასების სახით 6.5 ქულა დაიმსახურა, რაც ტორინოს ფეხბურთელებს შორის ყველაზე მაღალი შედეგია.

მოგვიანებით, მედიასთან საზონოვზე კომენტარი ტორინოს თავკაცმა, ივან იურიჩმაც გააკეთა:

"ვიმედოვნებ, რომ საზონოვის შემადგენლობაში ინტეგრაცია კარგად მოხდება - წინააღმდეგ შემთხვევაში, დაცვაში სერიოზული პრობლემები გვექნება, რადგან საბასთან ერთად მწყობრში მხოლოდ 3 ცენტრალური მცველი გვყავს.

საზონოვმა ჯერ კიდევ ბევრი რამ უნდა ისწავლოს
", - განაცხადა ხორვატმა სპეციალისტმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი