კროოსი: "ეს არის მიზეზი, რის გამოც სანაკრებო კარიერის დასრულება გადავწყვიტე" » სპორტის ხაზი

კროოსი: "ეს არის მიზეზი, რის გამოც სანაკრებო კარიერის დასრულება გადავწყვიტე"

კროოსი: "ეს არის მიზეზი, რის გამოც სანაკრებო კარიერის დასრულება გადავწყვიტე"
29-09-2023, 21:20
Aa Aa
გაზიარება:

შარშან, გერმანიის ფეხბურთის კავშირი აქტიურად ცდილობდა, ტონი კროოსი დარეწმუნებინა, რომ საკუთარი გადაწყვეტილებისთვის გადაეხედა (სანაკრებო კარიერის დასრულებასთან დაკავშირებით) და მსოფლიო ჩემპიონატი გერმანის ნაკრებთან ერთად ეთამაშა.

თუმცა, კროოსს სანაკრებო კარიერა არ გაუნახლებია, რისი მიზეზიც ჟურნალისტებთან საუბრისას ახსნა:

"ნაკრებში ისეთი მოთამაშეები არიან, რომლებიც მეტ სათამაშო დროს იმსახურებენ და არ მინდოდა, საქმე იქამდე მისულიყო, რომ ჩემთვის ეთქვათ, ჯობია წახვიდეო", - განაცხადა კროოსმა.

ცნობისთვის, კროოსმა გერმანიის ეროვნული ნაკრების მაისურით 106 შეხვედრა ჩაატარა და ამ მაჩვენებლით, გერმანიის საფეხბურთო ისტორიაში მეშვიდე პოზიციას იკავებს. ამ პერიოდში, მან 16 გოლის გატანაც მოახერხა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი