გიორგი ჭელიძემ წყალტუბოს სამგურალი დატოვა » სპორტის ხაზი

გიორგი ჭელიძემ წყალტუბოს სამგურალი დატოვა

გიორგი ჭელიძემ წყალტუბოს სამგურალი დატოვა
29-09-2023, 16:16
Aa Aa
გაზიარება:

სამტრედიასთან(0-3) წაგებული მატჩის შემდეგ სამგურალის ხელმძღვანელობამ მთავარ მწვრთნელ, გიორგი ჭელიძესთან თანამშრომლობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო - ინფორმაციას ამის თაობაზე Geo Team ავრცელებს.

წყაროს ინფორმაციით, ფეხბურთელებს დღეს აცნობეს, რომ გიორგი ჭელიძე გუნდს აღარ გაწვრთნის, მწვრთნელი ბიჭებს პირადად ხვალ დაემშვიდობება.

სამგურალმა ბოლო 8 მატჩიდან მხოლოდ ერთხელ მოიგო, 2-ჯერ ფრედ ითამაშა და 5-ჯერ წააგო.

ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში სამგურალი ეროვნულ ლიგაში მე-9 გუნდია, რომელშიც მწვრთნელი შეიცვალა. ერთადერთი კლუბი საბურთალოა, სადაც სეზონი ომარ თეთრაძემ დაიწყო და კვლავ ის მუშაობს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი