რამოსი: "ეს გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფავორიტია" » სპორტის ხაზი

რამოსი: "ეს გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფავორიტია"

რამოსი: "ეს გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფავორიტია"
29-09-2023, 12:18
Aa Aa
გაზიარება:

ლა ლიგის მომდევნო ტურში კატალონიის "ბარსელონას" მეტოქე "სევილია" იქნება.

18-წლიანი განშორების შემდეგ ანდალუსიურ კლუბში დაბრუნებულმა სერხიო რამოსმა "ბლაუგრანასთან" მოახლოებულ შეხვედრაზე ისაუბრა:

"ბარსელონასთან თამაშისას დამატებითი მოტივაცია არსებობს, რადგან ეს მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი გუნდია.

"ბლაუგრანა" ამ სეზონში ლა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის ფავორიტია, ამიტომ მათი დამარცხება განსაკუთრებული იქნება. ვეცდებით, რომ ჩვენი მაქსიმუმი გავაკეთოთ.

მიუხედავად იმისა, რომ ახლა "ბარსელონა" სხვა სტადიონზე თამაშობს, ფეხბურთელების კლასი იგივე რჩება, ამიტომ კარგი მატჩი გველის",
- განაცხადა რამოსმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი