"ზინედინს ეს პროექტი მოსწონს" - სად შეიძლება ვიხილოთ ზიდანი უახლოეს მომავალში? » სპორტის ხაზი

"ზინედინს ეს პროექტი მოსწონს" - სად შეიძლება ვიხილოთ ზიდანი უახლოეს მომავალში?

"ზინედინს ეს პროექტი მოსწონს" - სად შეიძლება ვიხილოთ ზიდანი უახლოეს მომავალში?
29-09-2023, 00:00
Aa Aa
გაზიარება:

ზინედინ ზიდანს მალე მარსელის ოლიმპიკის მთავარ მწვრთნელად ვიხილავთ. ფრანგული პრესის ინფორმაციით, სეზონის ბოლოს კლუბს საუდის არაბეთის ერთ-ერთ ცნობილი კომპანია შეიძენს, რომელთაც ზიდანთან მოლაპარაკებები უკვე დაწყებული ჰქონდათ და ფრანგთან შეთანხმებასაც მიაღწიეს.

ინვესტორები კლუბში დიდი თანხის დახარჯვას გეგმავენ. მათ სურთ, რომ მარსელი ისევ ამბიციური კლუბი გახდეს. ზიდანს კი ეს პროექტი მოეწონა და თანახმაა, რომ მარსელში იმუშაოს. მარსელში პირველ ეტაპზე 300 მილიონი ევროს დახარჯვა იგეგმება.

როგორც მედიაში იწერება, ზიდანს რამდენიმე შეთავაზება ჰქონდა, მათ შორის "რეალის", "იუვენტუსის", საუდის არაბეთის ეროვნული ნაკრებისა და ბრაზილიის ეროვნული ნაკრების გაწვრთნაზე. ახლა კი, როგორც ირკვევა, ზიდანის საფრანგეთში დაბრუნების შანსები ძალიან იზრდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.