"იმობილესთვის კერკეტი კაკალი აღმოჩნდა" - Gazzetta dello Sport საზონოვის დებიუტზე » სპორტის ხაზი

"იმობილესთვის კერკეტი კაკალი აღმოჩნდა" - Gazzetta dello Sport საზონოვის დებიუტზე

"იმობილესთვის კერკეტი კაკალი აღმოჩნდა" - Gazzetta dello Sport საზონოვის დებიუტზე
28-09-2023, 21:51
Aa Aa
გაზიარება:

იტალიის სერია A-ს მე-6 ტურის შეხვედრაში ტორინო გასვლაზე ლაციოს დაუპირისპირდა და 2:0 დამარცხდა.

აღნიშნულ შეხვედრაში ქართველი მცველის, საბა საზონოვის დებიუტი შედგა, რომელმაც 27-ე წუთზე ალესანდრო ბონჯორნო შეცვალა - 21 წლის საზონოვმა მოედანზე 64 წუთი გაატარა და La Gazzetta dello Sport-სგან შეფასების სახით 6.5 ქულა დაიმსახურა, რაც ტორინოს ფეხბურთელებს შორის ყველაზე მაღალი შედეგია.

"21 წლის ფეხბურთელს სერია A-ში დებიუტი ჰქონდა და ეს ბიჭი კერკეტი კაკალი აღმოჩნდა იმობილესთვის. ახალბედას არავითარი შიშის გრძნობა ან მორიდება არ ჰქონია. მან იტალიის ნაკრების ძირითად თავდამსხმელს ერთხელაც კი არ მისცა კარში დარტყმის საშუალება", - წერს გამოცემა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი