ოსიმენმა საოცნებო კლუბი დაასახელა » სპორტის ხაზი

ოსიმენმა საოცნებო კლუბი დაასახელა

ოსიმენმა საოცნებო კლუბი დაასახელა
28-09-2023, 21:11
Aa Aa
გაზიარება:

იტალიური ნაპოლის შემტევმა, ვიქტორ ოსიმენმა მედიას ცოტა ხნის წინ ფავორიტი კლუბის სახელი გაუმხილა.

"როდესაც ახალგაზრდა ვიყავი, ჩემი ფავორიტი კლუბი სამუელ ეტოს “ბარსა” იყო. ეს არის ჩემი ფავორიტი კლუბი", - განაცხადა ვიქტორმა.

შეგახსენებთ, რომ ნაპოლის და გუნდის ნიგერიელ ფორვარდ ვიქტორ ოსიმენს შორის სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა - ყველაფერი იქამდე მივიდა, რომ ფეხბურთელმა შესაძლოა კლუბის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანოს.

საქმე იმაშია, რომ იტალიური გუნდის "Tiktok" პლატფორმაზე ოსიმენის მიმართ დამცინავი სახის ვიდეოები გამოქვეყნდა, რომლებიც შემდგომში წაიშალა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ოსიმენი კლუბის მხრიდან ბოდიშის მოხდას ითხოვს და არ არის გამორიცხული, ფეხბურთელის აგენტმა სასამართლოში სარჩელი შეიტანოს.

ყველაფერთან ერთად, ოსიმენმა ინსტაგრამის საკუთარი გვერდიდან ნაპოლის მაისურით გამოქვეყნებული თითქმის ყველა ფოტო წაშალა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი