ლეო მესის გარეშე დარჩენილი "ინტერ მაიამი" US OPEN CUP-ის ფინალში მინიმალური სხვაობით დამარცხდა.
არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა ბოლო რამდენიმე შეხვედრა კუნთების გადაღლილობის გამო გამოტოვა, ხოლო მისი დაბრუნების თარიღზე ზუსტი პასუხის გაცემა "ინტერ მაიამიშიც" უჭირთ.
ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი ტატა მარტინომ გააკეთა:
"ჩვენ ჯერჯერობით მისთვის ლიმიტირებული დროის მიცემასაც ვერ ვბედავთ, რადგან ძალიან დიდი რისკია. არ ვიცი, ზუსტად როდის დაბრუნდება, რთული სათქმელია.
რეგულარული სეზონის დასრულებამდე 5 მატჩი დარჩა, ვვარაუდობ და იმედი მაქვს, რომ მას რომელიმე მათგანში ვიხილავთ", - განაცხადა მან.