იტალიური მედია: "კვარაცხელიამ გარსიას პოსტი გადაარჩინა" » სპორტის ხაზი

იტალიური მედია: "კვარაცხელიამ გარსიას პოსტი გადაარჩინა"

იტალიური მედია: "კვარაცხელიამ გარსიას პოსტი გადაარჩინა"
28-09-2023, 16:25
Aa Aa
გაზიარება:

ახალი სეზონის არადამაჯერებელი სტარტის გამო "ნაპოლის" მთავარი მწვრთნელის, რუდი გარსიას სკამი შერყეულია. მას აურელიო დი ლაურენტისისგან სიტუაციის გამოსასწორებლად კონკრეტული ვადა აქვს.

"უდინეზესთან" შეხვედრაში ნეაპოლელებმა დამაჯერებლად იმარჯვეს (4:1), მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი კი ხვიჩა კვარაცხელია იყო გოლითა და ასისტით.

იტალიურ მედიაში წერენ, რომ ქართველის თამაშმა რუდი გარსიას პოსტი გადაურჩინა. წაგების შემთხვევაში ფრანგი სპეციალისტის გათავისუფლების შანსები ძალიან დიდი იყო.

ცნობისთვის, იტალიურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ქართველმა ფეხბურთელმა გარსიასგან მადლობაც მიიღო და მშვენიერი პერფორმანსის გამო შექებაც დაიმსახურა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი