"ამ ყველაფერზე დისკუსია ზედმეტი მგონია" - ანჩელოტი "რეალის" გამოსვლას აფასებს » სპორტის ხაზი

"ამ ყველაფერზე დისკუსია ზედმეტი მგონია" - ანჩელოტი "რეალის" გამოსვლას აფასებს

"ამ ყველაფერზე დისკუსია ზედმეტი მგონია" - ანჩელოტი "რეალის" გამოსვლას აფასებს
26-09-2023, 21:33
Aa Aa
გაზიარება:

მადრიდის რეალის მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი არ ეთანხმება კრიტიკას, რომელიც ატლეტიკოსთან მარცხის შემდეგ მის მიმართ გამოიხატა.

"კრიტიკა მწვრთნელის საქმის ნაწილია. როდესაც მადრიდის რეალს ხელმძღვანელობ და საქმეები კარგად არ მიდის, ლოგიკურია, რომ კრიტიკა არსებობს. ჩემი შეფასება განსხვავებულია: ჯერჯერობით, კარგად ვმუშაობთ და ასე უნდა გავაგრძელოთ. ყველა აზრს პატივს ვცემ, მაგრამ მშვიდი ადამიანი ვარ და საკითხების შეფასების უნარი მაქვს. შვიდი თამაშიდან ექვსი მოვიგეთ და ჩემს მომავალზე დისკუსია ზედმეტად მეჩვენება". - ამბობს "სამეფო კლუბის" იტალიელი მთავარი მწვრთნელი,

მადრიდელები ლა ლიგაში 6 ტურის შემდეგ 15 ქულით მე-3 ადგილზე არიან , ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში კი გერმანულ ბერლინის "უნიონს" 1:0 სძლიეს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი