დე ლაურენტისი ახალი მწვრთნელის ძიებას შეუდგა - 2 ვარიანტი უკვე გამოიკვეთა » სპორტის ხაზი

დე ლაურენტისი ახალი მწვრთნელის ძიებას შეუდგა - 2 ვარიანტი უკვე გამოიკვეთა

დე ლაურენტისი ახალი მწვრთნელის ძიებას შეუდგა - 2 ვარიანტი უკვე გამოიკვეთა
26-09-2023, 19:58
Aa Aa
გაზიარება:

იტალიური Corriere Dello Sport ინფორმაციით, ნაპოლის პრეზიდენტი რუდი გარსიას მუშაობით კმაყოფილი არ არის და მისი შემცვლელის ძიებას უკვე შეუდგა.

წყაროს მტკიცებით, დე ლაურენტისი ფრანგი სპეციალისტის მთავარ შემცვლელად ანტონი კონტეს ვარიანტს განიხილავს, თუმცა მისი ნაპოლიში ხილვის შანსი მინიმალურია.

განიხილება მეორე ვარიანტიც - იგორ ტუდორის, რომელიც ამჟამად თავისუფალია და შემოთავაზებებს ელოდება.

ასევე იწერებ კრისტოფერ გალტიეს ვარიანტზეც, რომლის სახელსაც ნაპოლის გასულ სეზონში აქტიურად უკავშირებდნენ, მაგრამ საბოლოო არჩევანი მაშინ რუდი გარსიაზე გაკეთდა.

ერთი სიტყვით, თუ ნაპოლიმ შედეგები და თამაშის ხარისხი არ გამოასწორა, რუდი გარსია კლუბს დატოვებს და იტალიელებს მისი შემცვლელის პოვნა მოუწევთ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი