დომინოს პიცამ "ჩელსის" დასცინა - რას წერენ ისინი სოციალურ ქსელში » სპორტის ხაზი

დომინოს პიცამ "ჩელსის" დასცინა - რას წერენ ისინი სოციალურ ქსელში

დომინოს პიცამ "ჩელსის" დასცინა - რას წერენ ისინი სოციალურ ქსელში
25-09-2023, 23:09
Aa Aa
გაზიარება:

ლონდონის "ჩელსიმ" პრემიერ ლიგის ახალი სეზონი კატასტროფულად დაიწყო - 5 ტურის შემდეგ 6 ქულით "არისტოკრატები" ცხრილის მე-14 პოზიციას იკავებენ.

საქმე მარტო ცუდ შედეგებში არაა - "ჩელსი" უსახურ ფეხბურთს თამაშობს და სექტემბერში 1 გოლიც კი არ აქვს გატანილი. "ბორმუთთან", "ასტონ ვილასთან" და "ნოტინგემ ფორესტთან" შეხვედრები ლონდონელებმა უგოლოდ ჩაამთავრეს.

ამასთან დაკავშირებით დომინოს პიცამ სოციალურ ქსელში სარკასტული პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც მაურისიო პოჩეტინოს გუნდს დასცინა:

"852,609 პიცა მივიტანეთ დანიშნულების ადგილას მას შემდეგ, რაც ლონდონის "ჩელსიმ" ბოლოს გოლი გაიტანა", - წერს დომინოს პიცა.

ბოლოს "ჩელსიმ" EFL თასზე "უიმბლდონს" გაუტანა - ეს შეხვედრა მათ 2:1 მოიგეს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი