ცნობილია - როდის ჩატარდება "აიაქსის" გადადებული მატჩი » სპორტის ხაზი

ცნობილია - როდის ჩატარდება "აიაქსის" გადადებული მატჩი

ცნობილია - როდის ჩატარდება "აიაქსის" გადადებული მატჩი
25-09-2023, 23:03
Aa Aa
გაზიარება:

ამსტერდამის "აიაქსმა" ეს სეზონი კატასტროფულად დაიწყო, ცუდი სტარტი აქვს გიორგი მიქაუტაძესაც.

ამ ყველაფერზე ამსტერდამელი ფანები უკმაყოფილებას არ მალავენ და პროტესტის რადიკალურ ზომებსაც მიმართავენ, რის გამოც "ფეინოორდისა" და "აიაქსის" მატჩი გადაიდო კიდეც. პირველი ტაიმის შემდეგ "აიქსი" "ფეინოორდთან" 3:0-ს აგებდა, რის შემდეგაც ფანები წყობიდან გამოვიდნენ.

ამსტერდამელები თვლიან, რომ მატჩი ჯერ არ უნდა ჩატარდეს, რადგან სიტუაცია ჯერ კიდევ არასტაბილურია, ხოლო საპირისპირო აზრზეა "ფეინოორდი".

ნიდერლანდების ფეხბურთის ასოციაციის გადაწყვეტილებით, შეხვედრა ოთხშაბათს აღდგება, მატჩი 55-ე წუთიდან გაგრძელდება. მიუხედავად ამისა, "აიაქსი" ჯერ კიდევ ძალ-ღონეს არ იშურებს მატჩის კიდევ უფრო მოგვიანებით გადასადებად.

რაც შეეხება გიორგი მიქაუტაძეს, მწვრთნელის გადაწყვეტილებით ამ მატჩში გიორგი სათადარიგო სკამზე იჯდა, ხოლო შემოიყვანს თუ არა მას მოედანზე, ამის ვარაუდი რთულია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი