ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ მსოფლიო რეიტინგი განაახლა - ქართველები დაწინაურდნენ » სპორტის ხაზი

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ მსოფლიო რეიტინგი განაახლა - ქართველები დაწინაურდნენ

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ მსოფლიო რეიტინგი განაახლა - ქართველები დაწინაურდნენ
25-09-2023, 20:56
Aa Aa
გაზიარება:

ბაქოს გრანდ სლემის დასრულების შემდეგ, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ მსოფლიო რეიტინგი განაახლა.

60კგ: ცვლილებები არ არის - გიორგი სარდალიშვილი მსოფლიო რეიტინგის მე-5 ნომრად დარჩა. ლუხუმ ჩხვიმიანი კი რეიტინგში 2 პოზიციით დაწინაურდა და 27-ე ადგილზე გადაინაცვლა.

66კგ: ვაჟა მარგველაშვილი კვლავ მე-8 პოზიციაზე იმყოფება.

73კგ: ლაშა შავდათუაშვილი კვლავ მე-4 პოზიციაზეა. გიორგი ტერაშვილი კი 2 პოზიცით დაწინაურდა და 21-ე პოზიციაზე გადავიდა.

81კგ: ამ წონით კატეგორიაში მთავარ ლიდერს, ტატო გრიგალაშვილს ტურნირზე მონაწილეობა არ მიუღია. დიმიტრი გოჩილაძე 8 პოზიციით დაინაწურდა და მე-40 ადგილზე გადავიდა, ხოლო ზაურ დვალიშვილი 4 პოზიციით წინ წავიდა და ახლა 53-ზე იმყოფება.

90კგ: ამ წონითი კატეგორიის ათეულში რეიტინგი უცვლელია - პირველ და მეორე ადგილებს ლუკა მაისურაძე და ლაშა ბექაური ინაწილებენ, ხოლო მეშვიდეზე დარჩა ბექა ღვინიაშვილი.

100კგ: ილია სულამანიძემ მოპოვებული ოქროს შემდეგ მსოფლიო ლიდერობა გაიმყარა.

+100კგ: გურამ თუშიშვილი 5 პოზიციით დაწინაურდა და მე-8 პოზიციაზე გადავიდა.

ცნობისთვის, საქართველოს ნაკრებმა ბაქოს გრანდ სლემი 3 მედლით დაასრულა: ილია სულამანიძე (ოქრო), გურამ თუშიშვილი (ვერცხლი) და ეთერ ლიპარტელიანი (ვერცხლი).


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი