საქართველოს ნაკრები რეიტინგში სამი პოზიციით დაქვეითდა - რომელ ადგილს ვიკავებთ? » სპორტის ხაზი

საქართველოს ნაკრები რეიტინგში სამი პოზიციით დაქვეითდა - რომელ ადგილს ვიკავებთ?

საქართველოს ნაკრები რეიტინგში სამი პოზიციით დაქვეითდა - რომელ ადგილს ვიკავებთ?
25-09-2023, 17:21
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები დღეს გამოქვეყნებულ რეიტინგში უკვე მე-14 პოზიციაზე იმყოფება.

"ბორჯღალოსნების" დაცემა მიმდინარე ტურნირზე ნაჩვენებმა თამაშმა განაპირობა.

პორტუგალიასთან ფიასკოს შემდეგ, ბორჯღალოსნები რეიტინგში დაქვეითდნენ

ქართველმა მორაგბეებმა საერთო ჯამში 3.05 დაკარგეს, მიმდინარე რეიტინგში კი წინ უკვე იაპონიის ეროვნული გუნდიც გაუშვეს და როგორც აღვნიშნეთ, მე-14 ადგილი უკავიათ. რეიტინგის ამ ნაწილში ძალიან სიმჭიდროვეა, ამდენად, სიტუაციის გამოსწორება ერთი წარმატებული თამაშითაც კი შეიძლება.

თუ საქართველომ მსოფლიო თასის მომდევნო შეხვედრაში ფიჯი დაამარცხა, ეს საკმარისი იქნება, რომ ერთბაშად 4 საფეხურით დავწინაურდეთ და ისტორიაში პირველად მოწინავე ათეულში აღმოვჩნდეთ. იმ შემთხვევაში, თუ ფიჯის 15 ქულაზე მეტით მოვუგეთ, მე-9 ადგილზე გადავინაცვლებთ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი